ანა დოლიძე – გერმანიის ხმა, გერმანელი პოლიტიკოსების საქართველოში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის არის წამყვანი ძალა ევროკავშირში

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის შეფასებით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს მხარს უჭერს.
როგორც მ გერმანიის საელჩოში მიხაილ როთთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტი ასევე ადასტურებს გერმანული მხარის ინტერესს 26 ოქტომბერს დაგეგმილი სადმი.
“უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანია ისტორიულად საქართველოს ინტერესების მხარდამჭერია, გერმანიის ხმა, გერმანელი პოლიტიკოსების საქართველოში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის არის წამყვანი ძალა ევროკავშირში. გერმანიისგან ველით ქართველი ერის ნების წახალისებას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები თავისუფლად ჩატარდება იმიტომ, რომ ჩვენთვის გაიხსნება ევროკავშირის გზა, საგანმანათლებო პროგრამები, ჩვენი სურსათის გაყიდვის შესაძლებლობა ევროკავშირის ბაზარზე და ყველანაირი მხარდაჭერა, რომელიც ამ უზარმაზარმა სახელმწიფომ შეიძლება მოგვცეს. მეორე მხრივ, ეს ვიზიტები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ყურადღება ჩვენი საარჩევნო პროცესისადმი, თუ რამდენად წყნარად და დემოკრატიულად ჩატარდება ეს პროცესი”, – განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება მიხაილ როთთან დაკავშირებით გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, რომ “მიხაილ როთი ოფიციალურად გათხოვილი კაცია, რომელიც ოპოზიციას სათავეში უდგას ლგბტ დროშით”, ანა დოლიძე აცხადებს, რომ პირადი შეურაცხყოფა და თავდასხმები უნდა დასრულდეს.
“ეს რიტორიკა არის დასასრულებელი, უნდა დავუბრუნდეთ საქმეზე მსჯელობას და საუბარს”, – განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა გერმანიის საელჩოში მიმდინარეობს.