ნაძალადევის ორგანიზაციის წევრს, ზურაბ აბაევს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა – ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისპრესსამსახურის ცნობით, ნაძალადევის ორგანიზაციის წევრს, ზურაბ აბაევს ოფისიდან გასვლისას პოლიცია დახვდა, ფიზიკურად გაუსწორდა და ძალადობრივად დააკავა.
“ენმ-ს ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის ოფისისდან გამოსულ ზურაბ აბაევს გარეთ პოლიცია დახვდა, სამართალდამცველებმა მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამ დროისთვის კიკვიძის პარკთან მდებარე ნაძალადევის მე-9 განყოფილებაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე”. – უთხრა ტაბულას ენმ-ს პრესსამსახურმა.
ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძამ ტაბულასთანკომენტარში თქვა, რომ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ აბაევს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, იტკიებდა მუცელს, ჰქონდა პირღებინება, რის გამოც, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
“როდესაც მივედი პოლიციის განყოფილებაში მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები სახის არეში, იტკივებდა მუცლის არეში, რამდენჯერმე აღებინა, ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მათ თქვეს, რომ შემდგომი გამოკვლევისთვის ეს ადამიანი აუცილებელია, რომ საავადმყოფოში გადავიყვანოთ და ახლა გადავდივართ ძველ მე-8 საავადმყოფოში.
ნაძალადევის მე-9 განყოფილების თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცემით მიიყვანეს, როგორც თვითონ აღნიშნავს, პოლიციის განყოფილებაში.
დააკავეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის ენმ-ს ნაძალადევის შტაბის და კომისიის წევრი, უთხრეს, რომ უნდოდათ ფოტოს გადაღება, ამის შემდეგ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის შემდეგ ფიზიკურად იძალადეს, რასაც შეესწრო ათეულობით ადამიანი. გაოცებულები იყვნენ, როგორ გაუსწორდნენ ახალგაზრდა ადამიანს პოლიციელები, ჩატენეს მანქანაში და ურტყამდნენ.
მუხლი, როგორც სტანდარტულად ყველას აკავებენ, არის 173-ე და 166-ე მუხლი”. – თქვა ტყეშელაძემ.
,,ტაბულა”

ასევე დაგაინტერესებთ