ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. მედიის ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა რუმინეთში, ერთი ავსტრიაში და ერთი პოლონეთში, ერთი ადამიანი დაიღუპა ჩეხეთშიც, სადაც შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მოქალაქეებს მოუწოდა, მერებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურების ინსტრუქციები დაიცვან.
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქარიშხლით დაზარალებულ რეგიონებში ავსტრიის შეიარაღებული ძალებია განლაგებულია და რომ 2 400 ჯარისკაცი მზადყოფნაშია, რათა ქვიშის ტომრების შევსებაში, ხალხის ევაკუაციაში ან დასუფთავების სამუშაოებში მიიღოს მონაწილეობა.
უნგრეთის თავდაცვის ძალები წყალდიდობისგან დაცვის მცდელობების მხარდასაჭერად აღჭურვილობას განათავსებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, ცენტრალურ ევროპაში, სტიქიის გამო, ქარხნებისა და მაღაზიების ნაწილმა საწარმოო ხაზები დროებით დახურა და მუშაობა შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე – შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს – არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ