წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
· აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო)
· გიორგი კვიტატიანი, „ბრინჯაოსქალაქი – ქაოსის ქრონიკები“ (მედუზა)
· თამარ ჟღენტი, „წამისყოფა“ (ინტელექტი)
· მეგი გაბისონია (მთარგმნელი), ჯ.მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ (სულაკაურის გამომცემლობა)
· ნატალი დარასელია, „სააღდგო მომოკვდინება“ (კალმოსანი)
· რუსუდან ტყემალაძე, „არქიტექტორი“ (პალიტრა L)
· სალომე პატარიძე, „დრო, სივრცე და სქესი ქართველი ქალების შემოქმედებასა და პირად წერილებში“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
· სოსო ყიფშიძე, „ბედთან მოთამაშე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
· თეიმურაზ დოიაშვილი, “ვარდი ნაწვიმარ სილაში” (ინტელექტი)
· ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პიესა:
· გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო)
· დავით გაბუნია, “როგორ შემიყვარდა ოლიგარქის ქალიშვილი” (saba.com.ge)
· დალილა გოგია, “მამა” (saba.com.ge)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
· არჩილ ქიქოძე, „ინდოეთის დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
· დალილა ცატავა, „გასტრონომიული სიზმრები“ (ინტელექტი)
· ზაზა ბურჭულაძე, „ჩემისიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
· ლევან ბერძენიშვილი, „ჩვენები – ქართველები ბერძნულ მითოსში“ (არტანუჯი)
· მალხაზ ხარბედია, „შეთხზული „მე“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
· ეკა ქევანიშვილი, „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ (ინტელექტი)
· ზაალ სამადაშვილი, „რასაც ყველა ვერ ხედავს“ (ინტელექტი)
· ლუკა ხატიაშვილი, „ჭირის მეგობარი“ (ინტელექტი)
· მარი ბექაური, „ორ ზღვასშუა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
· ნანა ჯეჯეია, „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
· ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (ინტელექტი)
· გიორგი კეკელიძე, „ახალი სიმღერები“ (ინტელექტი)
· იაკი კაბე, “მოქალაქე” (ინტელექტი)
· მედეა ზაალიშვილი, „სიმშვიდე დაფნის ხეებში“ (ინტელექტი)
· ნანა აკობიძე, „ვალაუვალი“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი:
· ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
· დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (პალიტრა L)
· თეა თოფურია, „იაკობისჭასთან“ (ინტელექტი)
· ირაკლი სამსონაძე, „ნუციკოდან ნუციკომდე“ (ინტელექტი)
· ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა)
· ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „აჩრდილები“ (პალიტრა L)