ეს არის უღირსი ქმედება და სახე რადიკალების, ფსკერს ქვემოთ დაშვება, როდესაც არანაირი მოცემულობა არ არის დაბრკოლება მათთვის, რომ ეს მრუდე დღის წესრიგი განახორციელონ

ეს არის უღირსი ქმედება და სახე რადიკალების, ფსკერს ქვემოთ დაშვება, როდესაც არანაირი მოცემულობა არ არის დაბრკოლება მათთვის, რომ ეს მრუდე დღის წესრიგი განახორციელონ
ეს არის უღირსი ქმედება და სახე რადიკალების, ფსკერს ქვემოთ დაშვება, როდესაც არანაირი მოცემულობა არ არის დაბრკოლება მათთვის, რომ ეს მრუდე დღის წესრიგი განახორციელონ, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი მის მიმართ ე.წ. რიგითი აღშფოთებული მოქალაქის თავდასხმას, გადაცემაში „იმედი LIVE“.
„როდესაც გვერდით ქალბატონს არასრულწლოვანი შვილები უზის და მათი დანდობაც არ აქვს, ეს არის უკვე პასუხი ყველაფერზე. ასევე ჩვენი გმირები, ოლიმპიური ჩემპიონები, ვინც მთელის აქართველო გაახარა, მათ მიმართ ეს აღვირახსნილი კამპანია. ეს მხოლოდ საკუთარი სახის გამოვლენაა.
არ არსებობს რიგითი მოქალაქის გულწრფელი ემოცია, როდესაც ჩავეძიებით ხოლმე ამ ვითომ რიგით მოქალაქეებს, აღმოჩნდება რადიკალი ოპოზიციონერი და მათი მხარდამჭერი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას