თამარ ჩხეიძე: ძალიან მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ამას გვიბედავენ

“როგორ ბედავს ვინმე, მით უფრო ივანიშვილი, რომელსაც პრეტენზია აქვს დარჩეს ხელისუფლებაში, ბოდიშის მოხდა დააკისროს მათ, ვის წინააღმდეგაც განხორციელდა გენოციდი, ვის სამშობლოსაც თავს დაესხნენ, ვისაც სახლებში შეეჭრნენ, უსასტიკესად აწამეს, დახოცეს და ვინც გადარჩა დევნილად აქციეს?

ძალიან მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ამას გვიბედავენ. მძიმეა იმ ქვეყნის ყურება, რომელიც მხოლოდ შიგადაშიგ იღვიძებს. გომოფხიზლებებს შორის კი მას უბედავენ და სიტყვა სიტყვით საერთაშორისო ბოროტმოქმედის ამაზრზენი ცილისწამებებით ესაუბრებიან!” – წერს პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე.

ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

ასევე დაგაინტერესებთ