დანიაში ჭარბწონიან ორსულებს სპეციალური აპლიკაციით დაეხმარებიან

დანიელმა ექიმებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია ჭარბწონიან ორსულთა დასახმარებლად.
ორსულ ქალებში ჭარბმა წონამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი, ნაადრევი მშობიარობის რისკი, მშობიარობის დროს ძლიერი სისხლდენა და ძუძუთი კვების პრობლემები.
ჯანმო განსაზღვრავს ჭარბ წონას, როგორც სხეულის მასის ინდექსს (BMI) 25-ზე მეტი. BMI გამოითვლება, როგორც სხეულის წონის თანაფარდობა კილოგრამებში სიმაღლის კვადრატთან მეტრებში (კგ/მ2).
დანიის ჯანდაცვის მონაცემთა სააგენტოს შეფასებით, 10 ორსული დანიიდან 4-ს აქვს BMI 25-ზე მეტი. ახალი აპლიკაცია მათ აწვდის ინფორმაციას სათანადო კვებისა და ვარჯიშის შესახებ. ის ასევე შეიცავს ბებიაქალების, ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ დაწერილ რჩევებს.