ვიკა ბუკია: პათეტიკას რომ შევეშვათ მათემატიკაც ამას ამბობს: 20%-იანი პარტიის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ 80% აღარ უყვარხარ

““მე ვარ საქართველო” ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით გასული სპორტსმენი ტატამზე, სტადიონზე თუ ოლიმპიადაზე არის სწორედ “საქართველო”. ჩვენ გვიახარია, როცა იგებს “საქართველო” და გვწყინს, როცა აგებს “საქართველო”. საქართველოა ჩვენი ემოციების მოტივატორი პირველ რიგში. ამიტომაც ვტირით როცა გვესმის ჰიმნი, გული გვიჩქარდება როცა ფრიალებს ჩვენი დროშა – ესაა ქვეყნის სიყვარული. ჩვენთვის მთავარია წარწერა GEORGIA მაისურზე და არა – BUKIA თუ DGEBUADZE ან ვინმე სხვა. სპორტსმენს ვაფასებთ იმიტომ, რომ უდიდეს შრომას, ნებისყოფას და ძალისხმევას დებს, ზუსტად იმაში, რომ განასახიეროს საქართველოს ბრძოლა პირველობისთვის. და ჩვენ გვინდა საქართველო იყოს პირველი, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ერებს უნდათ მათი ქვეყანა იყოს პირველი.
მაგრამ თუ საქართველოს სახელით გასული სპორტსმენი, რომელსაც ამხელა მისია, როლი, პასუხისმგებლობა, ხალხის სიყვარული ერგო, აღმოჩნდება ქვეყნის მოღალატეთა გუნდში, ცხადია, ვერ აცდება ხალხის რისხვას. რადგან მოულოდნელი იმედგაცრუება არის ბევრად მტკივნეული, ვიდრე ნებისმიერი მოსალოდნელი კატასტროფა. სიყვარულიდან სიძულვილამდე არ ვიცი რამდენი ნაბიჯია, მაგრამ ქვეყნის ღალატში მხილებული ხელისუფლების მხარდაჭერა ნამდვილად საკმარისია უსაზღვრო სიყვარული სიძულვილად იქცეს.
პათეტიკას რომ შევეშვათ მათემატიკაც ამას ამბობს: 20%-იანი პარტიის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ 80% აღარ უყვარხარ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი .

ასევე დაგაინტერესებთ