რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაშავდა 33 ადამიანი

რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული იერიშის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და 33 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიო უკრაინას რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და მართვადი ბომბებისგან დაცვაში უნდა დაეხმაროს.
„მსოფლიო რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და ათობით მართვადი ბომბისგან დაცვაში უნდა დაგვეხმაროს, რომლებიც ყოველდღიურად კლავენ უკრაინელებს. ეს ტერორი შეიძლება შეჩერდეს. მაგრამ ტერორის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ძლიერი გადაწყვეტილებების შიში, რომელიც ობიექტურად არის საჭირო. მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანად დასრულება. სწორედ სიმტკიცე იცავს ყველაზე ეფექტურად ტერორისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს