“ნაპოლისა” და “ინტერის” (0:3) მატჩს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბიო კარეზა გამოეხმაურა. მისი თქმით, სერია A-ს მცველებმა “პარტენოპეის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეისწავლეს და ქართველი ძველებურად ვეღარ ბრწყინავს.
“ხვიჩა კვარაცხელიას მატჩების მოგება აღარ შეუძლია, ის გადამწყვეტი აღარ არის. იტალიელი მცველები საკუთარ მოწინააღმდეგეებს კარგად სწავლობენ. მართალია, რობენს თითქმის ვერავინ აჩერებდა, თუმცა ფეხბურთი შეიცვალა და დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა”, – განაცხადა კარეზამ.
„ნაპოლი“ 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერ „ნერაძურის“ უკვე 11 ქულით ჩამორჩა და 8 დეკემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება; 13 დეკემბერს კი, ჩემპიონთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ბრაგას“ უმასპინძლებს.