ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს

ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს. ს თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო.
„ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას ჰამასის ცენტრების წინააღმდეგ მთელ ღაზას სექტორში,“ – განუცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თელ-ავივში ჟურნალისტებს.
„ჩვენი ძალები პირისპირ ხვდებიან ტერორისტებს და ანადგურებენ მათ.“- განაცხადა ჰაგარიმ.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს შეფასებით, ღაზას სექტორში 1,8 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები.