პრემიერ-მინისტრი გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ სთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ სთან ერთად, გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა.
„მეუფე პრემიერს ტაძრის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის შედეგადაც დასრულდა გუმბათი, თაღები და სამშენებლო პროცესის დასკვნითი ნაწილი.
ტაძარში სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მთავრობის მეთაურმა მეუფეს მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს თანადგომა აღუთქვა.
მიტროპოლიტმა ანდრიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად ხატები გადასცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა