გვითხრა, რომ შტატებმა უნდა შეწყვიტოს “ენჯეოების” მხარდაჭერა – სენატორი ჯინ შაჰინი პრემიერ კობახიძეზე

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი,- ამის შესახებ სენატორ ჯინ შაჰინმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ჯინ შაჰინმა განმარტა, აგვისტოს დასაწყისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას პრემიერთან შეხვედრისას მ აღნიშნა, თუ როგორი გაწბილებულია სამოქალაქო საზოგადოებითა და „ენჯეოებით“, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი.
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი. ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელზე მეტია საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. საქართველოს მხარს ვუჭერდით [ფინანსური] დახმარებით, ასევე ქვეყანაში არსებობს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც. საქართველოში ვიზიტისას ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, იყო გორში ვიზიტი და ვნახეთ ის ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანებს უჭერს მხარს. ძალიან შთამბეჭდავი ახალგაზრდები ვნახეთ. ვნახეთ ის ინიციატივებიც, რომლებიც მხარს უჭერენ ს ოკუპაციის გამო დაზარალებულ მეწარმეებს. ასე რომ პრემიერ-მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ ურთიერთობების განახლება სურს, მაგრამ შემდეგ არ გამოხატავდეს არანაირ მზაობას ამის გასაკეთებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას [სამწუხაროა]. ერთ-ერთი, რაც ვკითხეთ [შეხვედრის დროს] იყო ის, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, რომ დავრწმუნდეთ, რომ გავაგრძელებთ იმ პარტნიორობას, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვქონდა, მან პასუხად ისაუბრა იმაზე, როგორი გაწბილებულია სამოქალაქო საზოგადოებითა და „ენჯეოებით“, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი. მან გვითხრა, რომ ფიქრობს, რომ ეს უნდა დასრულდეს და რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს „ენჯეობის“ მხარდაჭერა. კონგრესმენი ტერნერი ძალიან პირდაპირი იყო და მას [ს] უთხრა, რომ ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, რომ იმედი გვაქვს, საქართველო დემოკრატიაა. კრიტიკას მიჩვეულები ვართ, ჩვენც ხშირად გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ, რომ წინ არ წავიდეთ და ისე არ მოვიქცეთ, როგორც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება“,- აღნიშნა სენატორმა.
ამასთან, მან ის ფაქტიც შეაფასა რომ თბილისში ვიზიტისას, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, შეხვედრის თხოვნაზე უარი განაცხადა. როგორც სენატორმა განმარტა, აღნიშნული ფაქტი სამწუხარო იყო. ამასთან, განმარტა, რომ ვიზიტისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბარი არ ყოფილა.
„ძალიან სამწუხაროა. მიზეზი არ უთქვამთ რატომ არ აპირებდა ჩვენთან შეხვედრას. უბრალოდ, თქვეს, რომ ვერ შეგვხვდებოდა. მაგრამ ნათელია, რომ ის არაა დაინტერესებული არავინ ისეთთან საუბრით, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს მის ვარაუდებს, ან იმას, რასაც ის ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ამბობს. ასე რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ წინ ვერ წავალთ, ვერ მოვნახავთ გზებს საქართველოს მხარდასაჭერად, თუ მის ხელმძღვანელობას, მთავრობას არ ექნება მზაობა, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
თქვენ ასევე მკითხეთ “უცხოეთის აგენტების” კანონის შესახებ, მე და პრემიერ-მინისტრს ამ ვიზიტის დროს, ამ კანონზე არ გვისაუბრია. როდესაც პირველად მოხდა ამ კანონის წარდგენა ჩვენ მას შევეწინააღმდეგეთ და საქართველოში ჩემი ყოფნის დროს, მე ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით. მე მქონდა შანსი მესაუბრა პრემიერ-მინისტრთან იქამდე, სანამ ის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, იმაზე, რომ ვეწინააღმდეგებოდით ამ კანონს. ამის ჩანაწერიც არსებობს. ასე რომ [ამ ჯერზე] სხვა თემები განვიხილეთ“,- აღნიშნა სენატორმა.
ამასთან, ინტერვიუს ბოლოს მან “ქართველი ხალხის აქტზეც“ ისაუბრა და აღნიშნა რომ კვლავ მიმდინარეობს კანონპროექტზე მოლაპარაკები.
„ვცდილობთ ის თავდაცვის კანონპროექტში ჩავრთოთ, რომელსაც წლის ბოლოს მივიღებთ. ვფიქრობ, ეს ს შემდეგ მოხდება. შესაბამისად, მასში შეიძლება იყოს გარკვეული დებულებები, რომელიც შეიძლება ამოვიღოთ. ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე.
იმედი გვაქვს, რომ ეს უპირველესად გზავნილია ქართველი ხალხისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ სწრაფვას ევროკავშირისკენ, მხარს ვუჭერთ მათ დემოკრატიულ სურვილებს, რათა განაგრძონ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას პატივს სცემენ.
მეორე გზავნილი ისაა, რომ შეშფოთებულები ვართ არჩევნების გამო, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ არჩევნებში მონაწილე ხალხს. იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე დიდი აქტივობა იქნება, ისევე როგორც ვიმედოვნებ, რომ ამერიკის არჩევნებზეც დიდი აქტივობა იქნება,- აღნიშნა სენატორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა