რელიგია და პოლიტიკა – მსოფლიო ტრენდი

ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 2.2 მილიარდი ქრისტიანი ცხოვრობს, 1.6 მილიარდი მუსლიმი, 1 მილიარდი კი ინდუიზმის მიმდევარი.
კვლევითმა ორგანიზაციამ Pew Research Center შეისწავლა, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანთა რელიგიური მრწამსი მათ პოლიტიკურ არჩევანზე.
მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 84% რომელიმე რელიგიის მიმდევარია. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ზოგიერთ ქვეყანაში რელიგიური შეხედულებები ს დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან მჭიდრო კავშირშია. ბევრ ადამიანს ურჩევიათ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ რწმენასა და ტრადიციებთან ახლოს არიან. ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, ეს განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებში ხდება. თუმცა, ამ მხრივ, არც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანაა გამონაკლისი.
პოლონეთში ამომრჩეველთა 52%-ს სურს, რომ მათი ლიდერი იმავე რელიგიური მრწამსის იყოს, საბერძნეთში მსგავსი სურვილი აქვს 42%-ს, უნგრეთში კი 40%-ს.
დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში განსხვავებული პოზიცია აქვთ. ნიდერლანდებში, ისევე როგორც გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ეს საკითხი მხოლოდ 15%-ს აინტერესებს. გამოკითხულთა მეოთხედს მიაჩნია, რომ რელიგიას მათ პოლიტიკურ არჩევანზე დიდი გავლენა აქვს.
იტალია ერთადერთი გამონაკლისია ევროპის უდიდეს ეკონომიკურ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანთა 30%-ს სურს, რომ მათი პოლიტიკური ლიდერი იმავე რელიგიის აღმსარებელი იყოს.
წყარო: euronewsgeorgia