ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი

ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია უნგრეთში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი.
„ოთხი დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს საშუალება ჰქონდა საქართველოს კუთხესთან ქართული ღვინო, კერძები დაეგემოვნებინათ, ცნობილი სომელიე ატილა პეტზოლდის ღვინის მასტერკლასებსა და ქართულ მუსიკალურ პროგრამას დასწრებოდნენ, ასევე ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და გაცნობოდნენ აჭარის საპრომოციო მასალებს.
სტუმრების წინაშე ქართულ მუსიკალური პროგრამა ს კულტურის ცენტრის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ბათუმი“, კვარტეტმა „ბათუმი“ და ბენდმა „ოუშენ დრაივი“ წარმოადგინეს.
საქართველო „ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე” უნგრეთში საქართველოს საელჩოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის, აჭარის განათლების სამონისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი. ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდას ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე 12 სექტემბერს გაიხსნა და და დღეს დასრულდება. მას ყოველწლიურად 40 000-მდე ვიზიტორი ესწრება“, – ნათქვამია განცხადებაში.