ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ლიბანიდან ქვეყნის ჩრდილოეთით 40-ამდე რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.
მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი რაკეტა მოიგერიეს, ზოგი კი – ღია ტერიტორიებზე დაეცა.
ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ლიბანში ს თავდაცვის ძალების მიერ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო ბაზას ათობით „კატიუშას“ რაკეტით დაარტყა.

ასევე დაგაინტერესებთ