რუსეთში შობადობის მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო

კრემლი რუსეთში შობადობის მკვეთრი კლების გამო შეშფოთებულია. მიმდინარე წლის ივნისში რუსეთში სულ 100 000 ადამიანი დაიბადა. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ს სამთავრობო სტატისტიკური სააგენტოს (Rosstat-ის) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში 16 000-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ქვეყნის შობადობის მაჩვენებელს „კატასტროფული” უწოდა.
ამავდროულად, დიდწილად ში მიმდინარე ომის გამო იზრდება სიკვდილიანობაც. ამ პერიოდში რუსეთის მოსახლეობა 18%-ით შემცირდა. „ოჯახის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის” ხელმძღვანელმა ნინა ოსტანინამ შობადობის ზრდისთვის „სპეციალური დემოგრაფიული ოპერაციის“ აუცილებლობაზე ისაუბრა.
წყარო: euronewsgeorgia