ევროპული საქართველო შშმ პირთათვის კეთილდღეობასა და თანასწორ უფლებებს უნდა მოიცავდეს, ამას ერთად უნდა მივაღწიოთ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლა – ისინი ხელმოწერების კამპანიას, “ჩვენი ხმა ევროპას” შეუერთდნენ.
ღონისძიებაზე, ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე, შშმ პირთა მხარდაჭერისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობისთვის, ღირსების მედლით დაჯილდოვდა მიმოზა ცანავა.
ხელმოწერების კამპანია, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 8 ნოემბერს დაიწყო და, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ის დღე და შესაძლებლობა, რომ გადაადგილება, რეგიონებში ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა შესაძლებელი გახდეს. ეს პრიორიტეტი უნდა იყოს, რომელიც ამაში უნდა აისახოს. თბილისში, იმ დღიდან, როცა რამდენიმე წლის წინ სიმონს ქუჩაში შევხვდი, ტროტუარზე ვერ გადადიოდა, გადასასვლელიც არ იყო, მართალია ბევრი რამ შეიცვალა, ალბათ იმდენი არა, რამდენიც საჭიროა, თუმცა ქალაქში უფრო მოხდა ცვლილებები, ვიდრე რეგიონში და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ჩვენი რეგიონები ნამდვილად ევროპული რეგიონები გავხადოთ.
როცა ვლაპარაკობთ და ხელს ვაწერთ ამ განცხადებას – ჩვენი ხმა ევროპას, თქვენი ხმა ევროპას, ეს სწორედ ამას ნიშნავს და სხვას არაფერს. ეს არაა რაღაც პოლიტიკური განაცხადი, ესაა განაცხადი, რომ ამ ქვეყანაში დღეს, და არა ოდესღაც, ყველასთვის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი გახდეს იგივე უფლებები. იგივე უფლებები სახლიდან გამოსვლის და აღარ იყოს ის, რომ საქართველოში თქვენ ნაწილობრივ არ ჩანხართ, რადგან გამოსვლა, გადაადგილება რთულია, პროფესიული განვითარება რთულია, დასაქმება რთულია, ცოდნის მიღება რთულია, სარგებლობა, მაგალითად “ერაზმუსით”, რომელიც ძალიან ბევრ სტუდენტს ევროპაში სწავლა-განათლების საშუალებას აძლევს, თქვენთვის ესეც მეტად რთულია. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ჩვენი საერთო პრიორიტეტი, საერთო განაცხადია – საქართველო, რომელიც გვინდა, ევროპული საქართველო სწორედ ამ კეთილდღეობას, ამ უფლებების უნდა მოიცავდეს. ამას ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს არ არის მხოლოდ ვიღაცის პროტესტი ან განაცხადი, ეს უნდა იყოს მთელი საზოგადოების განაცხადი და მე მინდა, რომ ამ განაცხადს შევუერთდე.
ასევე მოხარული ვარ, რომ ეს დღე, ქალბატონო მიმოზა, თქვენი და თქვენი შემოქმედების წარდგენა იქნება. თქვენი მაგალითი სწორედ ის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა აჯობოს ბედს, დაამარცხოს ის, რაც მოცემულობაა და ამით თვითონ მონახოს თავისი სრულყოფილი ადამიანობა. ეს ის მაგალითია, რისი დაჯილდოებაც ჩვენ დღეს გვინდა – არა როგორც მხოლოდ პოეტის, არამედ როგორც მხნეობის და ნამდვილად ბედზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე გამარჯვების მაგალითის. ამის მერე სიტყვა შეზღუდულის თქმა აღარ შეიძლება, ეს არის სრული შესაძლებლობები,” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ