ირაკლი კობახიძე – ეკა ტყეშელაშვილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში არის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი, ასეთ ადამიანებს როცა ჭკუას ეკითხებიან საქართველოსთან დაკავშირებით, ეს სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებს

ეკა ტყეშელაშვილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში არის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
პრემიერის თქმით, როდესაც ასეთ ადამიანებს ჭკუას ეკითხებიან საქართველოსთან დაკავშირებით, ეს სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებს.
„რაც შეეხება ეკა ტყეშელაშვილს, თქვენ იცით, როგორია მისი წარსული, მინდა შეგახსენოთ, რომ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში არის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი. ასეთ ადამიანებს როცა ჭკუას ეკითხებიან საქართველოსთან დაკავშირებით, ეს მეტყველებს სერიოზულ პრობლემებზე“, – განაცხადა მ.