“ნაციონალურ მოძრაობაში” კრიზისი ჯერ არ განმუხტულა – ერთადერთი გამოსავალია, თავმჯდომარე გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩაინიშნოს” – ორად გაყოფილ ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება

ორად გაყოფილი პარტია – შეძლებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” კრიზისიდან გამოსვლას?! – მოქმედი თავმჯდომარის გადადგომას პარტიის წევრები, თბილისთან ერთად, რეგიონებშიც მოითხოვენ. თავის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას თავად ლევან ხაბეიშვილი პარტიის დაპირისპირებული წევრების თანამდებობებიდან გათავისუფლებით პასუხობს.
მოქმედი თავმჯდომარის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა მმართველობის 10 თვის განმავლობაში პარტიას დიდი ზიანი მიაყენა, მან პასუხი უნდა აგოს და პოსტი დატოვოს. შიდა დაპირისპირების თემებს დახურულად მიიჩნევს ხაბეიშვილის ფრთა.
“კრიზისი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაშია”, სამწუხაროდ, ჯერ არ განმუხტულა. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, პასუხისმგებლობა აიღოს პარტიის თავმჯდომარემ, მოუსმინოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ამომრჩევლებს, გადადგეს და ჩაინიშნოს ხელახალი პოლიტიკური საბჭოს არჩევნები,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი პატარაიამ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის პიკს მიუახლოვდა. მათივე შეფასებით, საბოლოოდ, პროცესი პარტიის გახლეჩით დასრულდება, რაც პოლიტიკური ველისთვის კარგია.

ასევე დაგაინტერესებთ

რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია “არკვევს”, გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას. ამ ვითომდა “გამორკვევის” მიზანი, სინამდვილეში, მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები