უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 23 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდეს. ჩამოგდებულია რაკეტაც.
უწყების თქმით, რუსი ოკუპანტები უკრაინას დრონებით ოკუპირებული ყირიმიდან უტევდნენ, ხოლო რაკეტა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის საჰაერო სივრციდან გაუშვეს.
“საბრძოლო ოპერაციების შედეგად განადგურდა 18 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი Kh-59 ტიპის რაკეტა. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა უკრაინის მინიმუმ 9 რეგიონში,” – ნათქვამია განცხადებაში.