ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე – „ჭიჭე“ იმდენად უავტორიტეტოა, მწვალებელთა პარტიაშიც არავინ აღიქვამს სერიოზულად – ავტორიტეტი რომ აიმაღლოს, ამიტომ ითხოვს ხან ბიძინა ივანიშვილთან, ხან ირაკლი კობახიძესთან დებატს

„ჭიჭე“ იმდენად უავტორიტეტოა თავის გუნდშიც, იმ მწვალებელთა პარტიაში, რომ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს და ავტორიტეტი რომ აიმაღლოს, ამიტომ ითხოვს ხან ბიძინა ივანიშვილთან, ხან ირაკლი სთან, ხან ჩვენს სხვა ლიდერებთან [დებატს] უნდა იმათ უთხრას, რომ მე ასე ნუ მიყურებთო…, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ვაშაძის მოწოდებას საქართველოს პრემიერისადმი, რომ მასთან დებატების შემთხვევაში დაასახელებს იმ ფონდებს, საიდანაც არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, 14 მილიარდიან დაფინანსებას მოიპოვებენ.
„ოგბუნუჯუს დაუჯექი ჯერ, იმ კაცს ელაპარაკე თბილისის გამოწვევებთან დაკავშირებით, თუ მოუგებ რეიტინგში და თუ გაუსწარი, 2%-მდე თუ ახვედი, მერე კი ბატონო, ჩვენს რიგით წევრთანაც შეგიძლია გასაუბრება, ან მე დაგიჯდები პირდაპირ ეთერში, მაშინ გამექეცი, გარბოდი, მე მზად ვარ, ოღონდ 2%-მდე მაინც ადი“, – ასე მიმართა ზარქუამ ს.
რაც შეეხება 14 მილიარდიანი დაფინანსების საკითხს, ზარქუა მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციის მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი ცრუ ნარატივია, რომელსაც მოსახლეობა არ დაიჯერებს.
„თქვენ გახსოვთ, ჩვენ როდესაც პოლიტიკური ნიშნით სტატუსი არ მოგვცეს, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, თუმცა გაუგებარი იყო, რეიტინგში წინ ვიყავით და ვერ ახსნეს, რატომ არ ვიმსახურებდით, დაგვიანებით რომ მოგვცეს, ხომ გახსოვთ?! აბა, გაიხსენეთ, ეს რადიკალები და ოპოზიციონერები რას გვეუბნებოდნენ – რამდენიმე მილიარდიანი ფონდი გაეხსნა, სტატუსი რომ მიიღო, ს და მოლდოვასო, მივიღეთ სტატუსი, მილიარდიანი ფონდი გაგვეხსნა? – არა! მაშინაც ვამბობდით, რომ ეს იყო სიცრუე, სიგიჟე, სისულელე, რომ ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, ახლაც იგივეა. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გავხსნათ და 14 მილიარდი ვიღაც გიჟს წამოსცდა და მერე თუთიყუშებივით, დანარჩენები, ზოგი ლარს ამბობს, ზოგი მილიონს ამბობს, ზოგი დოლარს ამბობს, ზოგი ფუნტს და ა.შ. რატომ, იცით? – იმიტომ, რომ სიცრუის ტირაჟირებაა. ერთი რომ დააბრეხვებს რაღაცას, მერე სხვა ცდილობს, რომ იმას აჰყვეს და ამიტომ არიან ამ სასაცილო მდგომარეობაში. ჩვენ როგორც არასდროს ისე ვიცით, როგორ, რანაირად მივაღწიოთ ღირსებით ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩვენს მოსახლეობას პერიოდულად ანგარიშებს ვაბარებთ კიდეც და ვეუბნებით: დიახ, ჩვენ დავიჩაგრეთ, მაგრამ აუცილებლად მივიღებდით ღირსებით კანდიდატის სტატუსს, – ჩვენ ეს მივიღეთ. გახსოვთ, გვეუბნებოდნენ, როგორც კი ის კანონი იქნება მიღებული [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“], ჩვენ უვიზო მიმოსვლას შეგვიწყვეტენ, ჩვენს ბიზნესს გადაუკეტავენ წვდომას ბაზრებზე- სიცრუე! მერამდენე თვე გავიდა?! ტყუილია ესეც! მოსახლეობამ იცის, ბრძენია, რომ ამათ ნარატივს არ აჰყვეს, უბრალოდ ერთმანეთს „აბოლებენ“ „ნაცები“ და „ნეონაცები“. მათი სახელი არის მწვალებელთა პარტია“, – განაცხადა ზარქუამ.