უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, და უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი” ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორის 82 რიგითი და სერჟანტი, ასევე 21 ოფიცერია.
ს ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და”აზოვსტალის”, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს ოლქის, ხარკოვის ოლქის დამცველები. უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეები, პოლიციელები.
მადლობა ჩვენს გუნდს, რომელიც დაკავებულია გაცვლებით, უკრაინისთვის ასეთი კარგი ამბებისთვის,” – წერს ზელენსკი.
საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა. რუსულ მხარეს ასევე 103 სამხედრო გადაეცა, რომლებიც ტყვედ კურსკის ოლქში აიყვანეს.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს მ ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა, მათ შორის 23 ქალი.