ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ შეფრინდა რუსული სამხედრო დრონი

ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ შეფრინდა ერთ-ერთი რუსული დრონი, რომლებითაც ს ბომბავდა.
მონიტორინგის პროექტის, „ბელორუსკი გაიუნის“ მიხედვით, გამთენიისას, „შაჰედის“ ტიპის კამიკაძე დრონმა გომელის რაიონის სოფელ ლოევთან გადაკვეთა საზღვარი. დრონმა დაახლოებით 30 წუთი დაყო ბელარუსის ტერიტორიაზე.
„დრონი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა და უკრაინის ტერიტორიაზე გაფრინდა. ის სლავუტიჩის რაიონში გაფრინდა“, – აღნიშნავს „ბელარუსკი გაიუნი“.
სანამ დრონი ბელარუსის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ბარანოვიჩის აეროდრომიდან გამანადგურებელი აფრინდა.
უკრაინის პრეზიდენტ ს თქმით, წუხელ ღამით ს არმიამ უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი დრონი გაუშვა. მათი უმრავლესობა განადგურდა, თქვა ზელენსკიმ.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები არაერთხელ შეფრინდნენ მოსაზღვრე ქვეყნების საჰაერო სივრცეში, მათ შორის ნატოს ქვეყნებში – კერძოდ, ლატვიასა და რუმინეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის