პოლიტიკური სპექტრი, 9 დათქმასთან დაკავშირებით, ევროკომისიისგან რეაგირების მოლოდინშია – რას აპირებს ოპოზიცია და რა მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდში

როგორი იქნება ბრიუსელის პასუხი 9 დათქმასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქმედო გეგმაზე?! – თბილისი ევროკომისიისგან რეაგირების მოლოდინშია.
სამოქმედო გეგმა საქართველომ ბრიუსელს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა, მმართველმა გუნდმა კი გაწერილ პრიორიტეტებზე მუშაობა დაიწყო. არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე ოპოზიციის მხოლოდ ნაწილია მზად და ისინი ევროკავშირის გაფართოების კუთხით, ამჟამად არსებულ გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას.
“მე ვაპირებ პირადად მუშაობას, რამდენადაც სწორია, რომ, თუ პარლამენტში ხარ, გქონდეს შენი პოზიცია,” – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.
მმართველი გუნდი ოპოზიციის ჩართულობასთან მიმართებით კი სეპტიკურია.
“პროფილური კომიტეტები არსებობს და, რასაკვირველია, კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა რეკომენდაციები შევასრულოთ, და, რაც მთავარია ვაჩვენოთ, კარგი გამოცდილება პოლიტიკური თანამშრომლობის რისი იმედიც, არც წინა შემთხვევაში და არც ახლა არ გვაქვს. ასე რომ, ამ მხრივ, ცუდი გამოცდილება არსებობს,” – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.
ავტორი: მაია გრიგოლია

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს