როგორია მშრალი ხიდის მიმდებარედ დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა – შემთხვევასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 დეკემბერს, დღის ბოლოს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიანობამდე გაგრძელდა მოწმეთა გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში. ინციდენტის შედეგად, დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორის – საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი.
დაკავებულია, სავარაუდო დამნაშავე – 39 წლის მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა ორივე დაზარალებულს სხვადასხვა სახის ჭრილობა. დაჭრილები ამჟამად საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს