ძველი პირადობის მოწმებები უქმდება – კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება

ძველი პირადობის მოწმებები უქმდება. შესაბამისი კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. დოკუმენტის მიხედვით, არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული, მომავალი წლის 1-ელი ივლისიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდება.
მმართველი გუნდის ინიციატივით შექმნილ კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პირადობის მოწმობების მფლობელ პირებს ახალ დოკუმენტზე იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი