გაკოჭეს, სცემეს, დააზიანეს მიკროავტობუსი – აბაშაში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა სამეგრელოში – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთიდან, ბაზარში, საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს 4 შეიარაღებული პირი დახვდა. ადგილობრივების თქმით, ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ, ცოლ-ქმარი გაკოჭეს, სცემეს, დააზიანეს მიკროავტობუსიც, თუმცა მათ მხოლოდ მობილური ტელეფონის წაღება შეძლეს.
დაზარალებულები გვიან ღამემდე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი