სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავენ

დღეს, სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, „მავლიდ ან-ნაბის”აღნიშნავენ.
„ტრადიციის მიხედვით, მუჰამედი დაიბადა 571 წელს მექაში. ამ დღეს მუსლიმები მადლობას უხდიან ალაჰს, სამყაროსთვის მუჰამედის მოვლინების გამო, კითხულობენ ქადაგებებს მისი ცხოვრების შესახებ, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს. მიღებულია ბავშვების დასაჩუქრება და მოწყალების დარიგება ღარიბებისთვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული