ვიკა ბუკია: ან რა ვაჟკაცობაა ქვეყნის მთავარსარდალს გამოართვა თან მედალი და თან იქვე შეურაცხყო

ეს ბექაური რატომ იღებს მედალს პტეზიდენტისგან თუ ემიჯნება? შეუძლია დააბრუნოს. ვალდებულება კი არაა, შვილი, Lasha Bekauri, ქოცობა თუ გინდა, იყავი ქოცი, ვინ გიშლის? აა, მედალიც გინდა? 😀 ან რა ვაჟკაცობაა ქვეყნის მთავარსარდალს გამოართვა თან მედალი და თან იქვე შეურაცხყო. რა ვიცი, ქალის პატივისცემაო რომ გაკერიათ პირზე, ეგაა? მიხვიდე მედალზე და თან თუთიყუშივით ჩასძახო მ რაც ჩაგაგონა და შოუ დადგა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი .

ცნობისათვის, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ განაცხადა:  მე აქ ჯილდოსთვის ვარ მოსული. ეს ჯილდო ჩემი ხალხისთვისაა. მე პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას ვემიჯნები სრულიად. ჩემთვის მიუღებელიც არის. ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი