პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარაოლიმპიელები დააჯილდოვა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში გამართული ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის პრიზიორები დააჯილდოვა.
ცერემონია დღეს, 13 სექტემბერს გაიმართა. პრეზიდენტმა სპორტსმენები სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვა.
ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჯილდოებთან და მედლებთან ერთად მათ მიიღეს „ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს – ხალხის სიყვარული“. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სპორტსმენები შეძლებენ, დააფასონ, გაუფრთხილდნენ და შეინარჩუნონ ეს სიყვარული.
დაჯილდოებაზე არ მივიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ამილახვარი – ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად- საზოგადოებას მინდა ვუთხრა, პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, გაუფრთხილდით მათ