“გახარიამ ვერ უნდა გადალახოს ბარიერი, ქუჩაში უნდა დარჩეს მაწანწალა ძაღლივით!” – მეგი გოცირიძე

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
რუს გახარიაზე მიცემული ხმები ასეც და ისეც, იგივე ბიძინაზე მიცემული ხმებია და ამიტომ, ვერ უნდა გადალახოს ბარიერი, ქუჩაში უნდა დარჩეს მაწანწალა ძაღლივით! ———————– ჰოდა, გახარიებო, ენა ჩაიგდეთ, ყველანი თანამონაწილენი ხართ მასში, რომ : 2017 წლის პირველი დეკემბერი: ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდი, გახარია ამ დროს მინისტრია. მთელმა ქვეყანამ იხილა საგამოძიებო კომისიის მიერ გაშიშვლებული დამნაშავე სისტემა! 2017 წლის 26 დეკემბერი, პანკისის სპეც-ოპერაცია და საკუთარ საწოლში ჩაცხრილული თემირლან მაჩალიკაშვილი, გახარია ისევ შსს მინისტრია, დღემდე დასჯილი არავინაა! 2018 წლის 9 დეკემბერი, ია კერზაიას კლავენ – დღემდე არავინაა დასჯილი! 2019 წლის 20 ივნისი, გახარია იღებს სრულ პასუხისმგებლობას გავრილოვის ღამეზე და დათვის ტყვიებით დასახიჩრებულ, თვალებდათხრილ ახალგაზრდებზე და ის, კვლავ თავისუფლებაზეა! 2019 წლის 9 სეტემბერს, რუსი ოლიგარქი მას აჯილდოვებს პრემიერის სავარძლით! ის პრემიერია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული სპეც-ოპერაციის დროსაც. საერთოდაც, ის ყველა მოვლენის არდში იყო, რაც იმ წლებში ქვეყანაში ხდებოდა! უგრძელესი სიაა გახმაურებულისა თუ გაუხმაურებელი მძიმე საქმეების, რაც პირადად მას უკავშირდება, ან მის მიერ მაღალი თანამდებობის დაკავების პერიოდს! კოვიდის დროს აღებულ მილიონობით საგარეო ვალსა და დასანქცირებულ კომპანიებთან კორუფციულ გარიგებებზე აღარაფერს ვიტყვი, არც ბასიანსა და რუსაპეტას ბოდიშზე, და არც, მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხარაულის ექსპერტიზაზე, რომელსაც თავად იმდენად არ ენდობა და იმდენად ზუსტად იცის იქ რა ხდებოდა ჯერ მისი დაკვეთით და შემდგომ – შემდგომით, რომ მოსაშარდადაც კი არ შედის იქ და შარდის ჩასაბარებლად ვენაში მიდის.

ასევე დაგაინტერესებთ