ლეგენდების მატჩი თბილისში | შემადგენლობები და მედიისთვის საჭირო ინფორმაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება.
მატჩს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური მილანის ვეტერანები მიიღებენ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 19:00 საათზე უმასპინძლებს.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ლეგენდების მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 16 სექტემბრის ჩათვლით, მითითებული ბმულის გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი – 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩის პირდაპირ
რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველო
გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, , ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე , ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, , დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, დავით მუჯირი, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, , მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მილან გლორი
დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივიო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.
მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა
GFF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში