“წინასაარჩევნო მოსყიდვის სუნი ასდის” – ფინანსისტი ყურძნის სუბსიდირებაზე

“არანაირი ეკონომიკური სამხილი არ არსებობს, რომელიც გვაჩვენებს, რომ სუბსიდირება რომელიმე დარგს ავითარებს”, – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა. მან მთავრობის ინიციატივას, საფერავის ჯიშის ყურძენი დაასუბსიდიროს, წინასაარჩევნო მოსყიდვა უწოდა.