დრეზდენში, მდინარე ელბაზე ხიდის ჩამოშლილი 100 მეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟი განხორციელდა

გერმანიაში, საქსონიის დედაქალაქ დრეზდენში, მდინარე ელბაზე კაროლას ხიდის ჩამოშლილი 100 მეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟი განხორციელდა.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ T-Online იუწყება.
ჩამოშლილი სექციის დემონტაჟის სამუშაოების ჩატარება დაუყოვნებლივ გადაწყდა, რადგან მაღალი წყლის მოსვლასთან ერთად, ხიდის უკონტროლოჩამონგრევის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
დემონტაჟი 13 სექტემბერს საღამოს და ღამით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა