დსთ-ს 4 ქვეყანა თურქული ანბანის გამოყენებაზე გადადის

აზერბაიჯანი, ყაზახეთი, , უზბეკეთი და თურქეთი შეთანხმდნენ ლათინურ ანბანზე დაფუძნებულ ერთიან ანბანზე გადასვლის პროექტზე. ინფორმაციას forbes.ru ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახლა ამ სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ თავიანთი ეროვნული ანბანი ამ ერთიან ანბანზე დაყრდნობით.
„ერთად მუშაობის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება საერთო თურქული ანბანის შესახებ წინადადებაზე, რომელიც შედგება 34 ასოსგან“, – ნათქვამია თურქული აკადემიის განცხადებაში, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში.
ვრცლად : forbes.ru