“მისი მხრიდან მუდმივად ვხედავთ კინკლაობაში შემოყვანის მცდელობას” – პრემიერის კომენტარი ბრიფინგზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა, მან არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე“.

ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი სულ ცდილობთ მათ კინკლაობაში შეყვანას, “ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში. არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რთველია, ა, მილიონი საქმეა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო”.

“რატომ არ დაუსვით მას კითხვა, რატომ არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს. საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, ვინც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში.

რატომ არ დაუსვით ეს კითხვა სალომე ზურაბიშვილს. მან მას შემდეგ დააანონსა გარკვეული ღონისძიება, როდესაც ჩვენ ოლიმპიელებს მოვუწყეთ დახვედრა, მას არავითარი ღონისძიება დაანონსებული არ ჰქონდა. ის მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინსტიტუტს და არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე, იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. ყველაფერს გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონდეს.

ეს არ არის ჩვენთვის ახირება, უბრალოდ, მისი მხრიდან მუდმივად ვხედავთ კინკლაობაში შემოყვანის მცდელობას. ჩვენ მას კინკლაობაში არ შევყვებით “. – ამბობს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი მუშაობისთვის, ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა