“ოპოზიციის საშინელი შეცდომა” – რას ნატრობენ მოქალაქეები? – ლევან ლორთქიფანიძე –

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე;
🔴 ოპოზიციის საშინელ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ლიდერები ხმას არ იღებენ ტექნიკური მთავრობის იდეის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა, ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა ადრევე შეამჩნია, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი თითქმის ყველა პოლიტიკოსის მიმართ. მოქალაქეები ნატრობენ ივანიშვილისა და მისი ქვეშევრდომების ხელისუფლებიდან გასტუმრებას, მაგრამ ეშინიათ არ მიიღონ მთავრობა, რომელშიც ნიკა გვარამია გენერალური პროკურორი იქნება, მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრი და ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი. 🔴 ასეთი შიშების გასაქარვებლად ქ-ნმა სალომემ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციონერი დაითანხმა, რომ პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ დარგობრივი, უპარტიო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ დროებით მთავრობას, რომელშიც ოპოზიციური ლიდერები არ გაწევრიანდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია