ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ისინი სინამდვილეში კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას – როცა გაქვს არჩევნები, საკუთარ ხალხს უნდა ელაპარაკო და არა უცხოელ მფარველებს

მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე. ისინი სინამდვილეში კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას ამ არჩევნებზე“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ოპონენტების მივლინებებთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას არაფერი აქვს ხალხისთვის სათქმელი და დაპირებებსაც კი ვერ გასცემს.
„როცა გაქვს , საკუთარ ხალხს უნდა ელაპარაკო და არა უცხოელ მფარველებს. ეს ნებისმიერი არჩევნებისთვის აქსიომა არის, თუმცა, რეალურად, მათ არაფერი აქვთ სათქმელი, დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ, თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ სიყალბეს, რაც ვრცელდება ხოლმე. მაგალითად, 14 მილიარდი დოლარი, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი. არსად არ არსებობს ეს 14 მილიარდი, ტყუილის თქმა გადაწყვიტეს და ეს ტყუილი მაგიდაზე დადეს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოება იმდენად გამოცდილია, ასეთ ტყუილებს არ „იყიდის“, -განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს