ირაკლი კობახიძე – იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, ეს ვითარება აღარ არის – დღეს საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება

ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი.
კითხვაზე, -ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურისა და ჯიმ რიშის გუშინდელი განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას ს შედეგების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი აქტების მიზანია, რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება ამაზე არ ააგებს საკუთარ საარჩევნო გადაწყვეტილებას.
„მიზანი ის არის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოებისა არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის. დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს