უნგრელი დეპუტატები, გვალვისთვის ყურადღების მისაქცევად მდინარის დამშრალ კალაპოტში შეიკრიბნენ

უნგრელი დეპუტატების ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 11 სექტემბერს შეხვდნენ დუნაის შემდეგ სიდიდით მეორე მდინარის ტისას მშრალ ქვიშიან ნაპირზე, რათა ყურადღება მიიქციონ ივლისსა და აგვისტოში გვალვის სერიოზულ შედეგებზე, რომელმაც დააზიანა ძირითადი სასოფლო–სამეურნეო კულტურები.
მდინარე ტისაში წყლის დონემ მკვეთრად დაიკლო განმეორებითი სიცხის ტალღების შემდეგ, რომელმაც ასევე დაარტყა ევროპის სხვა ქვეყნებს. ევროკავშირის კლიმატის ცვლილების მონიტორინგის სამსახური განმარტებით, ეს იყო ყველაზე ცხელი ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მას შემდეგ, რაც დაკვირვებები დაიწყო.
ვრცლად reuters – ზე