„პაშა ბანკი“ საკუთრებაში არსებულ სასტუმროს 5.5 მლნ ლარად ყიდის – აუქციონის დეტალები

„პაშა ბანკი“ საკუთრებაში არსებულ სასტუმროს, რომელიც თბილისში გ. წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს, 5.5 მლნ ლარად ყიდის.
ელექტრონული აუქციონის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, სასტუმრო ახალ გარემონტებულია და 24 ნომერს მოიცავს.
„იყიდება „პაშა ბანკი საქართველო“-ს საკუთრებაში სასტუმრო. სასტუმრო მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს და ტურისტულად დატვირთულ უბანში ულამაზესი ხედებით. სასტუმრო შედგება 24 ნომრისგან. თითოეულს აქვს საკუთარი სველი წერტილი. სასტუმროს აქვს აგრეთვე რესტორანი, ბარი, სპა, ეზო და ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული ვერანდა. აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც საჭიროა სასტუმროს ფუნქციონირებისთვის.
ფასი შეადგენს 5.500.000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. თანხაში შედის სასტუმროს ინვენტარი“, – ნათქვამია უძრავი ქონების აღწერილობაში.