მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო, დასავლეთმა, შესაძლოა, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ნებართვის მიცემა დააჩქაროს

ირანის მიერ სთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემამ, შესაძლოა, დააჩქაროს უკრაინის დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების ნებართვა მისცენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანმა, შესაძლოა, უარყოს რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის ფაქტი და გაიხსენა, რომ ანალოგიური ვითარება იყო „შაჰედის“ ტიპის დრონების გადაცემისა და მათი წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებითაც.
„ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ხვდება, რომ აგრესორ ქვეყანას გადასცემს ამა თუ იმ მოცულობის იარაღს, არღვევს საერთაშორისო კანონს და ექნება სანქციები. ამას ირანი აცნობიერებს, ამიტომ ინფორმაციას უარყოფს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი მტკიცებით, არსებობს დადასტურება, რომ რუსეთი კასპიის ზღვის საშუალებით მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს იღებს და ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ირანისთვის – უპირველეს ყოვლისა, საუბარია, -სა და ევროკავშირის სანქციებზე.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ვითარება დააჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებაზე აკრძალვის მოხსნის შესახებ. „რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მოკლე მანძილზე მოქმედ ბალისტიკაზე, ანუ გამშვები დანადგარები განთავსდება უშუალოდ ფრონტის ხაზის გასწვრივ, რათა ეფექტურად გამოიყენონ. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების გავრცელება ძალიან ახლო დროის საკითხია, რადგან ეს არის ომის განვითარება“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდან ოზთურქი PACE-ში საქართველოს შესახებ დებატებზე – თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა – შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს

მაკა ბოჭორიშვილი – პრემიერმა კოპენჰაგენში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას – საქართველო ევროპაში არის წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა