გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა

რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, უგუნდოდ მყოფი 30 წლის მცველი გიორგი ჯიქია მოსკოვის ოლქის “ხიმკის” ფეხბურთელი გახდა.
ჯიქიას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და მისი ყოველთვიური გასამრჯელო 4.5 მილიონი რუბლი (45 ათასი ევრო) იქნება.
ჯიქია 2017 წლიდან “სპარტაკში” თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 215 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ს ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა. 8 მაისს მოსკოვურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.
“ხიმკი” 7 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში 6 ქულით მე-13 ადგილზეა.