ივა გელაშვილი “იბერია 1999”-ში ითამაშებს

23 წლის მცველი ივა გელაშვილი კარიერას “იბერია 1999”-ში გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი “ფეისბუქით” ავრცელებს.
გასულ სეზონში გელაშვილი იჯარით ს “დინამოდან” სერია B-ს “სპეციაში” თამაშობდა, რომლის რიგებში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ივა პრაღის “სლავიას” აღზრდილია, “სიონის” და “საბურთალოს” ღირსებას იცავდა, ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2023 წელს ევროპის ახლგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, ეროვნულ გუნდში კი ერთხელ იასპარეზა.