“აუცილებელია, დავაჩქაროთ სანქციების გამოყენების საშუალება” – USAID-ის მრჩეველი

“აუცილებელია, დავაჩქაროთ სანქციების გამოყენების საშუალება” – USAID-ის მრჩეველი
არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და მკვლევარმა, USAID-ის მრჩეველმა დუგლას რუტზენმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე თქვა:
“უცხოელი აგენტების” კანონების გავრცელება მიმართულია დემოკრატიის დამცველების წინააღმდეგ. ამ შეზღუდვებისა და კანონების 50% არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას ეხება, არამედ ვრცელდება საზოგადოების სხვა წვერებზეც, როგორც ეს ბელარუსში მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სექტორს მიეკუთვნება სამოქალაქო საზოგადოება, იქნება ეს ბიზნესი თუ მედია, ეს [კანონი] მოიცავს თვალ-ყურის დევნებას, ზეწოლას, დაპატიმრებას. ეს არის რეპრესიები, მაგრამ პროგრესი მაინც შესაძლებელია იმ კოლეგების ხარჯზე, რომლებიც არ ზოგავენ საკუთარ თავს იმისთვის, რომ ასეთ მოვლენებს შეებრძოლონ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება პროგრამები. -ის მთავრობამ უნდა შექმნას გლობალური პროგრამა, რომელიც გამოავლენს ნაადრევ სტადიაზე ამის ნიშნებს. მოდით წამოვიწყოთ ინიციატივები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას პრევენცია მოვახდინოთ ასეთი კანონების მიღების. აუცილებელია, რომ დავაჩქაროთ სანქციების გამოყენების საშუალება. აუცილებელია, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა არამხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ გლობალურ დონეზეც.”

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა