აშშ-ის ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთიდან შინ ბრუნდება

დასრულდა პენტაგონის იშვიათი მანევრი, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ავიამზიდი ჰყოლოდა უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში. -ის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“ შინ მიემგზავრება.
აშშ-ის თავდაცის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განკარგულება გასცა, რომ „თეოდორ რუზველტს“ მოკლე ვადით გაეგრძელებინა თავისი მისია და დარჩენილიყო რეგიონში, მაშინ, როცა ავიამზიდი „აბრაჰამ ლინკოლნი“ სასწრაფო წესით გაიგზავნა რეგიონში.
პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ რეგიონში შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნა გააძლიერა, რათა დაიცვას ირანისა და მისი მოკავშირეების მხრიდან თავდასხმებისგან და დაიცვას რეგიონში განლაგებული საკუთარი ჯარები.

ასევე დაგაინტერესებთ