Commerzbank–ი UniCredit-თან შესაძლო გაერთიანებაზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა

Commerzbank AG ღიაა მოლაპარაკებებისთვის იტალიურ UniCredit-თან შესაძლო გაერთიანების შესახებ. ამის შესახებ გაზეთი Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ UniCredit-მა შეიძინა Commerzbank-ის 9%-იანი წილი, მათ შორის 4,5% გერმანიის მთავრობისგან და იგივე მოცულობის წილი ბაზარზე.
გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მან გაყიდა Commerzbank-ის აქციები 702 მილიონ ევროდ, რითაც შეამცირა თავისი წილი ბანკში 16,49%-დან 12%-მდე.
ოთხშაბათს Commerzbank-ის აქციების ფასი 16,6%-ით გაიზარდა.
UniCredit-ს არ ჰქონია წინასწარ შეხება Commerzbank-თან და ამ უკანასკნელმა შეიტყო მისი კონკურენტის მიერ მისი აქციების შეძენის შესახებ მარეგულირებელი განცხადებებიდან ოთხშაბათს დილით – აცხადებენ FT–ის წყაროები.
გერმანელი ჩინოვნიკები ასევე გაკვირვებულნი იყვნენ იმით, რომ იტალიურმა ბანკმა იყიდა მთავრობის მიერ გასაყიდად
გამოტანილი მთელი 4,5%. ისინი ელოდნენ, რომ აქცია რამდენიმე ინვესტორზე გაიყიდებოდა – აღნიშნავს გაზეთი.
„UniCredit-ს არ განუხილავს თავისი გეგმები გერმანიის მთავრობასთან“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
ვრცლად interfax – ზე

ასევე დაგაინტერესებთ