მიკელ არტეტა “არსენალთან” კონტრაქტს 3 წლით გაახანგრძლივებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა “მეთოფეებთან” კონტრაქტს 3-წლით გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.
ესპანელ სპეციალისტს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა ლონდონური კლუბის მესვეურები 42 წლის სპეციალისტის მუშაობით აღფრთოვანებულები არიან და ხელშეკრულება 2027 წლამდე გაუფორმეს.
შეგახსენებთ, არტეტამ “არსენალი” 2019 წელს ჩაიბარა. “მეთოფეებმა” მისი ხელმძღვანელობით ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგეს.