ირლანდიური მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი, Google-ის AI მოდელს ამოწმებს

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ ამერიკული Google-ის PaLM2 AI მოდელის მიმართ გამოძიება დაიწყო, იუწყება Associated Press მარეგულირებლის განცხადებაზე დაყრდნობით.
კომისია იძიებს, შეაფასა თუ არა Google-მა „პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების მაღალი რისკის“ ალბათობა ევროკავშირში PaLM2-ის მიერ მონაცემთა დამუშავების შედეგად.
ვინაიდან Google-ის ევროპის სათაო ოფისი მდებარეობს დუბლინში, ირლანდიური მარეგულირებელი მოქმედებს როგორც კომპანიის მთავარი მარეგულირებელი მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (General Data Protection Regulation, GDPR) შესაბამისობის სფეროში, რომელიც შემოღებული იქნა ევროკავშირის ხელისუფლების მიერ.
Google იყენებს PaLM2-ს მრავალი გენერაციული (კონტენტის შემქმნელი) AI სერვისებისთვის, მათ შორის ელფოსტის ანოტაციისთვის.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა